მამუკა ხაზარაძე - თუ ე.წ. პრეზიდენტი არ გამოუშვებს დარჩენილ პოლიტპატიმრებს, ეს იქნება ლუსტრაცია იმის, რომ ივანიშვილი კანონმდებლობას პირადი ინტერესებისთვის იყენებს - ის, რაც გააკეთა ე.წ. პრეზიდენტმა, არის ადამიანებით ვაჭრობა

თუ უახლოეს დღეებში ე.წ. პრეზიდენტი არ გამოუშვებს იმ დარჩენილ პოლიტპატიმრებს, რომლებიც იმავე მუხლით არიან დაპატიმრებულები, ეს იქნება კიდევ ერთი ყველაზე დიდი ლუსტრაცია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნება“, მისი პრეზიდენტი იყენებს საქართველოს კანონმდებლობას პირადი ინტერესებისთვის, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.

როგორც მან საპატიმროს დატოვების შემდეგ აღნიშნა, ყაველაშვილის მიღებული გადაწყვეტილება არის ადამიანებით ვაჭრობა.

„მე და ბადრი ჯაფარიძის დღეს გამოშვება, რომელსაც აბსოლუტურად არ ველოდებოდით და ჩვენ აქ 8-თვიან ვადის ამოწურვას ველოდებოდით, გამოგვიშვეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ მოხდეს დაპირისპირება, მოხდეს ე.წ. შავი ნიაღვრის და პიარის გადმოსხმა, რაც არ გამოუვათ, იმიტომ, რომ ის, რაც დღეს გააკეთა ე.წ. პრეზიდენტმა, ეს არის სამართლებრივი ნონსენსი, ეს არის მანიპულირება ადამიანების თავისუფლებით, ეს არის კანონის ფეხქვეშ გათელვა, ეს არის ადამიანებით ვაჭრობა. თუ უახლოეს დღეებში ე,წ, პრეზიდენტი არ გამოუშვებს იმ დარჩენილ პოლიტპატიმრებს, რომლებიც აბსოლუტურად იმავე მუხლით არიან დაპატიმრებულები, ეს იქნება კიდევ ერთი ყველაზე დიდი ლუსტრაცია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნება“, მისი პრეზიდენტი იყენებს საქართველოს კანონმდებლობას, იყენებს მისი პირადი ინტერესებისთვის და ეს იქნება კიდევ ერთი ნათელი მაგალითი მსოფლიოსთვის, დემოკრატიული სამყაროსთვის, რომ ეს ადამიანები რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვიშოროთ ხელისუფლებიდან“,- განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა. ყაველაშვილმა მიღებული გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მას სურს არავის დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება.

ასევე შეგახსენებთ, რომ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 23 ივნისს პარტიის ოფისში დააკავეს. მათი დაკავება მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით მოხდა, რომელმაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ორივე ლიდერი დამნაშავედ ცნო.

მათ 8 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი და ამავე დროს, აკრძალული თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა