ირაკლი კობახიძე - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ წარმოადგენს საფრთხეს კონსტიტუციური წყობილებისთვის - უცხოელი აგენტებისგან შემდგარი პარტიების პოლიტიკური საქმიანობის დასრულება არის ძალიან მნიშვნელოვანი

ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იწოდებიან რადიკალურ ოპოზიციად, კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“, წარმოადგენენ საფრთხეს კონსტიტუციური წყობილებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ეს ადამიანები ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაში ყოფნისას უპირისპირდებოდნენ ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას, რასაც უნდა გაეცეს შესაბამისი სამართლებრივი პასუხი.

„ჩვენი მიზანი იცით, რაც არის, უნდა მომზადდეს კონსტიტუციური სარჩელი ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იწოდებიან რადიკალურ ოპოზიციად, კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“, წარმოადგენენ საფრთხეს კონსტიტუციური წყობილებისთვის. როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, პირდაპირ უპირისპირდებოდნენ ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას და ახლაც, როდესაც არიან ოპოზიციაში, ამ 13 წლის განმავლობაში, ისინი პირდაპირ უპირისპირდებიან ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას, რასაც უნდა გაეცეს შესაბამისი სამართლებრივი პასუხი. ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს საქმე, შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, იმისათვის, რომ დადგინდეს სამართლებრივი ჭეშმარიტება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. არ შეიძლება, ასეთმა ადამიანებმა, უცხოელმა აგენტებმა, გარე დაკვეთით, მუდმივად შფოთის რეჟიმში ამყოფონ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ გვაქვს სხვა პასუხისმგებლობა ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე. ჩვენ გვინდა, საბოლოოდ დავამშვიდოთ ჩვენი ქვეყანა და ამისათვის, უცხოელი აგენტებისგან შემდგარი პარტიების პოლიტიკური საქმიანობის დასრულება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს