ბაზისბანკი სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია | კინოფესტივალს მესტია წელს მეხუთედ უმასპინძლებს

ბაზისბანკის ოფიციალური სპონსორობით, 8-13 სექტემბერს მესტია, სვანეთის V საერთაშორისო კინოფესტივალს უმასპინძლებს.

სვანეთის V საერთაშორისო კინოფესტივალი „დალი“, ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც 2021 წელს რეჟისორებმა მარიამ ხაჭვანმა და თეიმურაზ ჩხვიმიანმა დააფუძნეს. სვანეთის კინოფესტივალი მსოფლიო კინოფესტივალების განუყოფელი ნაწილი გახდა და მესტია წელსაც უმასპინძლებს სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

კინოფესტივალის ფარგლებში მესტიას ყოველწლიურად სტუმრობენ საერთაშორისო კინოფესტივალების პროგრამერები, სელექციის წევრები და ცნობილი რეჟისორები, მათ შორის კანის, ბერლინალეს, ვენეციის, თესალონიკის, კარლოვი ვარის და ტალინის კინოფესტივალების პროგრამერები.

უკვე მეხუთედ, კინოს სიყვარულით სავსე სივრცე ქართულ და საერთაშორისო კინოინდუსტრიას გააერთიანებს. კინოფესტივალის პროგრამა მოიცავს: Work-in-Progress / პოსტ-პროდუქციის კონკურსს, მასტერკლასებს, თანამედროვე და კლასიკური ფილმების გარე ჩვენებებს და კულტურულ და ტურისტულ გამოცდილებას „კინო მთაში“.

სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმების ჩვენება ყოველდღიურად, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, ასევე სეტის მოედანზე, ღია ცის ქვეშ გაიმართება. წლევანდელი კინოფესტივალი რეჟისორ ელდარ შენგელიას საპატივცემულოდ, მისი ფილმების - „თეთრი ქარავანის“ და „ცისფერი მთების“ რეტროსპექტივით გაიხსნება და დაიხურება.

„ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად უჭერს მხარს ქართულ კულტურას. მოხარულები ვართ, რომ წელსაც ვუერთდით სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალს — ღონისძიებას, რომელმაც უკვე მიიპყრო მნიშვნელოვანი საერთაშორისო ყურადღება და ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად იქცა ქვეყნის სახელოვნებო ცხოვრებაში. ჩვენ გვჯერა, რომ ხელოვნებისა და კულტურის განვითარებისთვის ბიზნესის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. სწორედ ასეთი თანამშრომლობებით ვქმნით შესაძლებლობებს ქართულ კულტურაში ინოვაციური იდეების განსახორციელებლად.“ – თამარ ხადური, ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსი.

(R)

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია