შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 30 პირი დააკავა, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 30 პირი დააკავა, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, - ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსმა, თორნიკე მარსაგიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ფაქტზე დაკავებულია 19, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტზე 7, ხოლო „ქურდული სამყაროს წევრობის“ ფაქტზე - 4 პირი. რაც შეეხება 2 პირს, ე.წ. „კანონიერ ქურდს“ თენგიზ ხოფერიას მეტსახელად „ჭინკა“-ს და თ.კ.-ს, მათ ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასულ ღამეს, ქვეყნის მასშტაბით – თბილისში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარა – ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს” წევრობის, „ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერისა და „ქურდული სამყაროს” წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 30 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

„ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ფაქტზე დაკავებულია 19, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტზე - 7, ხოლო „ქურდული სამყაროს წევრობის“ ფაქტზე - 4 პირი. რაც შეეხება 2 პირს, ე.წ. „კანონიერ ქურდს“ თენგიზ ხოფერიას მეტსახელად „ჭინკა“-ს და თ.კ.-ს, მათ ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.

გამოძიებით დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ, მოდავე მხარეებთან ერთად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს, ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ, ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ გადაწყვეტილებებს და მეორე მხარეს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით, ე.წ. ქურდულ გარჩევებში, საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ - თენგიზ ხოფერია მეტსახელად „ჭინკა“ მონაწილეობდა.

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ფული. ასევე, ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მე-2, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს, ორგანიზებულ დანაშაულთან, მათ შორის ე.წ. „ქურდული სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა წარმოადგენს,“ - განაცხადა მარსაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს