სახალხო დამცველი გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის მოადგილე ირინე ჩიხლაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ბავშვის უფლებათა დაცვის მდგომარეობა და ამ კუთხით სახალხო დამცველის აპარატისა და UNICEF-ის ბოლო დროინდელი საქმიანობა განიხილეს.

„იასპერ მოლერმა სახალხო დამცველს საქართველოს შესახებ ორგანიზაციის პერიოდული ანგარიშის ძირითადი მიგნებები, ასევე მიმდინარე და სამომავლო პროექტების მიმართულებები გააცნო.

მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებაზე საუბრისას მხარეებმა ბავშვის უფლებათა საკითხებზე ცნობიერების ამაღლებისა და სახელმწიფო უწყებების მიერ ბავშვთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის მექანიზმის დახვეწის საჭიროებას, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების უფლებრივ მდგომარეობასა და ბარნაჰუსის მოდელის გეოგრაფიული გაფართოებისა და გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს