ანტონიო კოშტა - ევროკავშირის დელეგაცია რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების განსახილველად ვაშინგტონში გაემგზავრება

ევროკავშირის ოფიციალური პირების დელეგაცია ვაშინგტონში გაემგზავრება, რათა აშშ-სთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებაზე იმუშაონ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ვაჩვენეთ, რომ კოალიცია არა მხოლოდ მზადაა, არამედ შეუძლია შედეგის მიღწევა; მოკლედ, მზად ვართ [ცეცხლის შეწყვეტის/სამშვიდობო შეთანხმების] მომდევნო დღისთვის, მაგრამ იმისათვის, რომ ეს დღე დადგეს, ჩვენ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა მივიყვანოთ“, - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ამ კურსის შეცვლა მხოლოდ მეტ ზეწოლას შეუძლია.

„მზად ვართ მეტი გავაკეთოთ. ვმუშაობთ შეერთებულ შტატებთან და მსგავსი შეხედულებების მქონე სხვა პარტნიორებთან, რათა გავზარდოთ ჩვენი ზეწოლა შემდგომი სანქციების გზით - პირდაპირი სანქციებით და მეორადი სანქციებით, მეტი ეკონომიკური ზომებით, რათა რუსეთს ვაიძულოთ, შეწყვიტოს ეს ომი, შეწყვიტოს ადამიანების მკვლელობა, შეაჩეროს ეს საფრთხე უკრაინაში. ბრიუსელში იწყება მუშაობა სანქციების ახალ პაკეტზე და ევროპის გუნდი მიემგზავრება ვაშინგტონში, რათა იმუშაოს ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან ერთად“, - აღნიშნა კოშტამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს