BBC - დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერი ანჯელა რეინერი ბინის შეძენის შემდეგ ქონების საკმარისი გადასახადის გადაუხდელობის გამო თანამდებობიდან გადადგა

დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერი ბინის შეძენის შემდეგ ქონების საკმარისი გადასახადის გადაუხდელობის გამო თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, ანჯელა რეინერი თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც აღიარა, რომ ჰოუვში მდებარე 800 000 გირვანქა სტერლინგად შეფასებული ბინის შეძენის შემდეგ ქონების საკმარისი გადასახადი არ გადაუხდია.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ანჯელა რეინერმა განაცხადა, რომ შეცდომაზე „სრულ პასუხისმგებლობას იღებს, რადგან ბინის შეძენისას გადასახადთან დაკავშირებით კონსულტაცია არ გაიარა“.

რეინერმა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის მოადგილის თანამდებობაც დატოვა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ რეინერის გადადგომა „ძალიან სამწუხროა“, თუმცა ის პარტიაში „მთავარ ფიგურად“ დარჩება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება