სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიხსნა

მრავალფეროვანი პროგრამით არის წარმოდგენილი წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის მეშვიდე სეზონი, რომლის პირველი კონცერტი ამფითეატრში 4 სექტემბერს გაიმართა.

მსმენელის წინაშე წარდგნენ პიანისტი ბეჰზოდ აბდურაიმოვი, პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც წლევანდელ სეზონზე 8 ქვეყნის მუსიკოსებით არის დაკომპლექტებული და წინანდლის ფესტივალის სტუმრებისთვის კარგად ნაცნობი, მსოფლიოში აღიარებული დირიჟორი ჯანანდრეა ნოზედა.

კონცერტამდე ღონისძიების ორგანიზატორებმა პრესკონფერენცია გამართეს. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის, ავი შოშანის თქმით - გამოწვევებით სავსე სამყაროში, წინანდალი ის ადგილია, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შუძლიათ ერთად შექმნან მუსიკა. “ფესტივალი კლასიკური მუსიკის არაერთ გავლენიან ვარსკვლავს აერთიანებს, თუმცა, ამავდროულად, აქ არის მომავალი თაობაც – ახალგაზრდა მუსიკოსები, რომლებიც ნამდვილ აღმოჩენებად იქცნენ. ჩვენ გავაერთიანეთ ახალგაზრდა მუსიკოსები სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც ვფიქრობ მთელი მსოფლიოსთვის მაგალითი უნდა იყოს.”

ჯანანდრეა ნოზედა, ფესტივალი მუსიკალური ხელმძღვანელი: „პროფესიონალური და გუნდური მიდგომით ფესტივალის ხარისხი ყოველწლიურად მაღლდება და ყველა პირობა იქმნება წარმატებისთვის. აქ არის ფანტასტიური გარემო, რომელიც ჭეშმარიტი ხელოვნებისგან სიამოვნების მიღების საშუალებას გვაძლევს.“

პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, რომ წინანდლის მამულს ახალი საკონცერტო დარბაზი შეემატება, რომელიც 1200 ადამიანს დაიტევს. ამის შესახებ სილქ როუდ ჯგუფის, სილქნეტის და წინანდლის ფესტივალის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა განაცხადა: “ლეგენდარული არქიტექტორი კენგო კუმა მუშაობს წინანდლის მამულის გენგეგმაზე, რომელიც მოიცავს ძველ პარკს, ბავშვებისთვის გამოყოფილ სივრცეს, ვენახების მიმდებარედ აპარტამენტებისა და სპა ინფრასტრუქტურის მოწყობას. ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება, რომელსაც კენგო კუმა ახალ საკონცერტო დარბაზთან ერთად აპროექტებს. კენგო კუმასთან ერთად წინანდალში ახალი პარკის დიზაინზე მუშაობს მსოფლიო დონის ლანდშაფტის არქიტექტორი ვლადიმერ ჯუროვიჩი. ეს ტანდემი აქ შედგება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ახალი ინფრასტრუქტურა სასტუმრო რადისონის მიმდებარედ მოეწყობა. თანამედროვე აკუსტიკური აღჭურვილობის მქონე 1200 ადამიანზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი წელიწადის ოთხივე სეზონზე უმასპინძლებს სტუმრებს”.

წინანდლის ფესტივალი 14 სექტემბრის ჩათვლით, დღის და საღამოს კონცერტებს უმასპინძლებს. 2025 წლის სეზონზე მსმენლების წინაშე წარსდგებიან: დანიელ ბლენდალფი, მარკ ბუშკოვი, მიხაელ გუტმანი, ალექსანდრა დოვგანი, გიორგი გიგაშვილი, ცოტნე ზედგინიძე, ჟულიენ კანტანი, ბრენდან კეინი, დანიელ ლოზაკოვიჩი, ნიკოლაი ლუგანსკი, მიშა მაისკი, იამენ საადი, სარა ფერანდესი, პაბლო ფერანდესი, სერ ანდრაშ შიფი, ჩინ ჯაო, იერუსალიმის კვარტეტი, ქართულ ნაციონალური ბალეტი“სუხიშვილები”. ფესტივალს დასამახსოვრებელ საღამოებს შემატებს დამატებითი კონცერტები, ქართველი და უცხოელი მუსიკოსების მონაწილეობით.

წინანდლის ფესტივალი 2018 წელს, სილქნეტის მხარდაჭერით დაარსდა და პირველივე წლიდან მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. ამ მასშტაბურ პროექტს დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს ცნობადობის გაზრდის საქმეში და პოპულარიზაციას უწევს მაღალხარისხიან, კლასიკურ მუსიკას. სილქნეტი წელს უკვე მეშვიდედ, წარადგენს საფესტივალო დღეებს ისტორიულ მამულში, სადაც ცნობილ და დამწყებ მუსიკოსებს და ხელოვნების მოყვარულ საზოგადოებას მოუყრის თავს.

(R)

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია