ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ჯეი დი ვენსმა რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივი სანქციების საკითხი განიხილეს

ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ჯეი დი ვენსმა რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივი სანქციების საკითხი განიხილეს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, პაულა პინიომ განაცხადა.

ევროკომისიის პრესსპიკერის ცნობით, კომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა სატელეფონო საუბრისას სანქციების მეშვეობით რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნების საკითხი განიხილეს.

„ჩვენ რუსეთის ომის ეკონომიკაზე ზეწოლას გავაგრძელებთ, რათა საბოლოოდ, პრეზიდენტი პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან მივიდეს. სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან“, - განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

მისი თქმით, „პარტნიორებს შორის შეთანხმების შედეგად, სანქციები უფრო ეფექტური იქნება“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს