კირ სტარმერმა დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დევიდ ლემი დანიშნა

კირ სტარმერმა დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დევიდ ლემი დანიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ანჯელა რეინერის მიერ ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა.

რეინერს ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი შეცვლის.

სტარმერის ბრძანების თანახმად, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ივეტ კუპერი გახდა, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს შაბანა მაჰმუდი უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, ანჯელა რეინერი ბინის შეძენის შემდეგ ქონების საკმარისი გადასახადის გადაუხდელობის გამო დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან დღეს გადადგა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს