დიმიტრი მედვედევი - ევროპაში არავის ვემუქრებით და საზღვრების შეცვლას არ ვცდილობთ - ისინი იკრიბებიან და განიხილავენ, თუ რა გარანტიები შეიძლება მისცენ უკრაინას, ჩვენ გვკითხეს? - კონსულტაცია ჩვენთან უნდა გაიარონ

ბალტიის ქვეყნები, ფინეთი, ნორვეგია და პოლონეთი რუსეთის ტერიტორიის მახლობლად სამხედრო აქტივობას ზრდიან, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა რუსეთ-ფინეთის საზღვართან ვიზიტისას განაცხადა.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ევროპაში არავის ვემუქრებით და საზღვრების შეცვლას არ ვცდილობთ. თუ მათ ეს მოსწონთ, მაშინ გააკეთონ. სამწუხაროდ, ჩვენი მეზობლები, კერძოდ, ბალტიის ქვეყნები, ფინეთი, ნორვეგია და პოლონეთი, ჩვენი ტერიტორიის მახლობლად სამხედრო აქტივობას ზრდიან. ჩვენ სახელმწიფო საზღვრის საიმედოობა უნდა გავაძლიეროთ“, - განაცხადა მედვედევმა.

მისი თქმით, ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება „მათი გადაწყვეტილებაა, მათი სუვერენული უფლებაა, თუმცა ამას შედეგი მოჰყვება“.

ამასთან, მედვედევმა აღნიშნა, რომ „მსურველთა კოალიციის“ მიერ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შემუშავება რუსეთის პოზიციის გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია.

„ეს სრული სისულელეა. ისინი [„მსურველთა კოალიცია“] იკრიბებიან და განიხილავენ, თუ რა გარანტიები შეიძლება მისცენ უკრაინას. ჩვენ გვკითხეს ეს? მაშინ, როცა კონფლიქტი, სპეციალური სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს, ნებისმიერი სახის წინადადების შემუშავებისას კონსულტაცია ჩვენთან უნდა გაიარონ. ისინი თავად იგონებენ რაღაცას და შემდეგ გარანტიად წარმოაჩენენ. ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვება“, - აღნიშნა მედვედევმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს