პიტერ სიიარტო - ჩვენთვის მხოლოდ უნგრელი ხალხის აზრია მნიშვნელოვანი და უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს - ზელენსკისგან განსხვავებით, უნგრეთის პოზიცია უცხოეთიდან არ არის ნაკარნახევი

ჩვენთვის მხოლოდ უნგრელი ხალხის აზრია მნიშვნელოვანი და უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო X-ზე წერს.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „უნგრეთის პოზიცია უცნაურია, რადგან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი პუტინიც კი არ არის“.

„კიდევ ერთხელ, ზელენსკი საკუთარი სტანდარტებით მსჯელობს. ზელენსკისგან განსხვავებით, უნგრეთის პოზიცია უცხოეთიდან არ არის ნაკარნახევი. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რას ფიქრობს მოსკოვი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე“, - წერს სიიარტო.

მისი თქმით, უნგრეთის მთავრობისთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, თუ რას ფიქრობს უნგრელი ხალხი.

„მათ ეს ნათლად დააფიქსირეს და არ სურთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება, რადგან ეს ჩვენს ფერმერებს, შრომით ბაზარსა და უსაფრთხოებას გაანადგურებს. ასე რომ, რუსეთის გავლენის როგორი იმედიც არ უნდა ჰქონდეს ზელენსკის, უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს“, - აცხადებს სიიარტო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს