აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირიდან პარლამენტის წინ გადაინაცვლეს

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომელიც მელიქიშვილის გამზირზე იყვნენ შეკრებილი, პარლამენტის წინ გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს.

ისინი საპარლამენტო არჩევნებსა და აქციების ფარგლებში დაკავებულ პირთა გათავისუფლებას ითხოვენ.

მანამდე, აქცია მიმდინარეობდა მელიქიშვილის გამზირზე, სადაც ორი დღის წინ "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი გაიხსნა. აქციის მონაწილეები ადგილზე შეძახილებითა და ტრანსპარანტებით მივიდნენ. "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებსა და მომიტინგეებს შორის იყო დაპირისპირებაც. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია უკვე 282-ე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!