გიორგი სიორიძე - პაატა ზაქარეიშვილი ქუთაისში გახარიას პარტიიდან არის მერობის კანდიდატი, ჩვენ კონკურენტს არ დავუყენებთ

არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ხაზარაძის და ჯაფარიძის გათავისუფლება იყო ბინძური პოლიტიკური თამაშის ნაწილი, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

გიორგი სიორიძის თქმით, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ მისამართით ოპოზიციის მხრიდან „იერიშებია“, მაგრამ „"ლელოს"' თავდაუსხმელობა გამოცხადებული აქვს და ეს არის მწყობრი პოლიტიკა“.

„დღევანდელი აქტი იყო არა იმის გამოხატულება, რომ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე თურმე მართლები და უდანაშაულოები ყოფილან, არამედ ეს იყო ბინძური პოლიტიკური თამაშის ნაწილი. უდანაშაულოა ყველა პოლიტიკური პატიმარი და ყველა უნდა იყოს გარეთ, მაგრამ ეს იყო უბრალოდ „ოცნების“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური თამაში. მიხეილ ყაველაშვილი გარდა იმისა, რომ არალეგიტიმური პრეზიდენტია, არის მარიონეტი და არანაირ გადაწყვეტილებებს არ იღებს.

სწორედ ახლა, დღევანდელ დღეს, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ხაზარაძის და ჯაფარიძის გათავისუფლება იყო პოლიტიკური თამაშის შემადგენელი ნაწილი, როგორც იყო მათი დაპატიმრება თავის დროზე. ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერის დაპატიმრება, არის პოლიტიკური აქტი.

თავდაუსხმელობა გამოცხადებული გვაქვს და ეს არის ჩვენი მწყობრი პოლიტიკა. იერიშები მიდის "ძლიერ საქართველოზე", "ლელოზე", მათ შორის სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რომელთაც ჩვენ ოპონენტებსაც არ ვეძახით, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ უფრო მნიშვნელოვანია ის, რაც გვაერთიანებს, ვიდრე ის, რაც გვყოფს. თქვენ ვერსად ვერ ნახავთ ჩვენი წარმომადგენლების რაიმე იერიშს სხვა ოპოზიციურ პარტიებზე“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

გიორგი სიორიძე გადაცემაში „რუსთავი 2-ის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ „გახარია/ხაზარაძის მერობის კანდიდატი ქუთაისში პაატა ზაქარეიშვილი იქნება“.

სიორიძის თქმით, ზაქარეიშვილი „გახარია საქართველოსთვის“ კანდიდატია, თუმცა მას ქუთაისში „ლელო“ კონკურენტს არ დაუყენებს.

„ჩვენი მემორანდუმი გულისხმობს იმას, რომ სადაც არის პერსონალური არჩევნები, ვგულისხმობ მერობის და მაჟორიტარობის არჩევნებს, ჩვენ ერთმანეთს კონკურენტებს არ დავუყენებდით. ჩვენი კანდიდატი არ არის ზაქარეიშვილი, თუმცა როგორც მე ვიცი, გახარიას პარტიიდან ის არის მათი კანდიდატურა, თუმცა ჩვენ კანდიდატურა იქ არ დაგვიყენებია“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო