ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი - ღაზის სექტორიდან მოსახლეობის გადასახლება ჩვენთვის წითელ ხაზს წარმოადგენს

ღაზის სექტორიდან მოსახლეობის გადასახლება ჩვენთვის წითელ ხაზს წარმოადგენს, - ამის შესახებ ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბადრ აბდელატიმ განაცხადა.

„გადასახლება ვარიანტს არ წარმოადგენს. ეს ეგვიპტისთვის წითელი ხაზია და ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - განაცხადა ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, „საკუთარი სამშობლოდან ხალხის გადასახლების არანაირი მორალური, სამართლებრივი და ეთიკური საფუძველი არ არსებობს“.

„ის, რაც ადგილზე ხდება წარმოუდგენელია. იქ გენოციდი მიმდინარეობს, მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ხოცვა-ჟლეტა და ისრაელის მიერ ხელოვნურად შექმნილი შიმშილი“, - აღნიშნა აბდელატიმ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა