გიორგი ბოტკოველი - ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველამ იცოდეს, რომ რუსულ სპეცოპერაციაში არ შევდივართ და ასევე, საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ 4 ოქტომბერს, არჩევნების ნაცვლად, მოვიდნენ რუსთაველის გამზირზე

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველამ იცოდეს, რომ რუსულ სპეცოპერაციაში არ შევდივართ და ასევე, საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ 4 ოქტომბერს, არჩევნების ნაცვლად,4 საათზე მოვიდნენ რუსთაველის გამზირზე, - ამის შესახებ განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა.

როგორც ის განმარტავს, ხელისუფლება ადამიანების მოტყუებით არის დაკავებული.

„გარდა იმისა, რომ რეჟიმი სისტემატურად დაკავებულია ადამიანების ჩაგვრით, პოლიტიკური ნიშნით აკავებს, მარნეულში ვიმყოფებით, სადაც კიდევ ერთი ნათელი ფაქტი აღმოჩნდა - რეჟიმი მიმართავს მაქინაციებს, სხვადასხვა ხერხით ცდილობს აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლები მოატყუოს. ადამიანებს ატყუებენ თითქოს, 5 ნომერი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო ნომერი აღარ არის, თითქოს, ისევ „ნაციონალური მოძრაობისაა“. ჩვენ ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ ვიღებთ, ამიტომ მნიშვნელოვანია, 4 ოქტომბერს ქვეყნის მთავარ გამზირზე, პარლამენტის წინ ვიდგეთ, სადაც დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი იქნება, მათ შორის, მარნეულიდან“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

მიხეილ სააკაშვილის პარტია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ იღებს! „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე იკრიბება. 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, საინფორმაციო კამპანია გრძელდება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივანი გიორგი ბოტკოველი, პარტიის წევრთან, ჯეიჰუნ მუჰამედალისთან ერთად, ქვემო ქართლში, კერძოდ მარნეულში იმყოფებოდნენ, სადაც მათ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს და მოსახლეობას 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდეს“, - ნათქვამია პარტიის ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს