ირაკლი კობახიძე -  მთავრობას მთლიანობაში და არც ერთ სამინისტროს არ აქვს გამჭვირვალობის პრობლემა - არა მარტო გამჭვირვალედ ვმუშაობთ, არამედ ვმუშაობთ სუფთად და სწორედ ამიტომ არ გვაქვს გამჭვირვალობის პრობლემა, განსხვავებით „ენჯეოებისგან“

საქართველოს მთავრობას მთლიანობაში და არც ერთ სამინისტროს არ აქვს გამჭვირვალობის პრობლემა; არა მარტო გამჭვირვალედ ვმუშაობთ, არამედ ვმუშაობთ სუფთად და სწორედ ამიტომ არ გვაქვს გამჭვირვალობის პრობლემა, განსხვავებით „ენჯეოებისგან“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, „ენჯეოებს“ ზუსტად იმიტომ აქვთ გამჭვირვალობის პრობლემა, რომ სუფთად არ მუშაობენ და ემსახურებიან არა ეროვნულ ინტერესებს, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ.

„ისინი პირდაპირ იყვნენ ჩართული ანტისახელმწიფოებრივ აქციებში, ანტისახელმწიფოებრივ აქტებში და სწორედ ამიტომ აქვთ საკუთარი დაფინანსებაც დასამალი. მე ძალიან მრავლად ვნახე იმ ანტისახელმწიფოებრივ აქციებზე შენიღბული „ენჯეოშნიკები“. არ შეიძლება, ქვეყნის გარედან ფინანსდებოდეს პოლიტიკა. ეს არის კონსტიტუციური სტანდარტების საწინააღმდეგო მოვლენა. როდესაც პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობენ „ენჯეოების“ წარმომადგენლები, ეს ნიშნავს, რა თქმა უნდა, გარედან პოლიტიკის დაფინანსებას და მით უმეტეს, არ შეიძლება, რადიკალიზმი და რადიკალური პოლიტიკა ფინანსდებოდეს ქვეყნის გარედან. არავის არაფერი ესაქმება ქართულ პოლიტიკაში გარედან. გარედან არავინ უნდა ჩაერიოს ქართულ პოლიტიკაში - ეს არის კონსტიტუციური სტანდარტი. იყო გარკვეული გადახვევა კანონში, არასწორი პრაქტიკაც იყო ჩამოყალიბებული, დღეს ჩამოყალიბდა სწორი კანონმდებლობა და სწორი პრაქტიკა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს