გრიგოლ გეგელია - მივესალმებით იმას, რომ ეუთო/ოდირის დამკვირვებლები როგორც ჩანს, საქართველოში იქნებიან წარმოდგენილი - ვიქნებით სრულ კოორდინაციაში ყველა იმ მისიასთან, რომელიც აქ იქნება

ეს არის მნიშვნელოვანი რამ, ამაზე ვმუშაობდით ჩვენც, თუმცა, ეს არის ისეთი საკითხი, რომელსაც სჭირდება დე-ფაქტო ხელისუფლებისგან წერილი, ამიტომაც ჩვენი მუშაობა არ იყო და ვერ იქნებოდა საკმარისი ამ კუთხით, - ასე გამოეხმაურა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისიის მოწვევასთან დაკავშირებით.

როგორც გეგელია განმარტავს, ისინი ყველა საერთაშორისო მისიასთან კოორდინაციაში იქნებიან.

„არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ბუნებრივია, ამ არჩევნებს ვეძახდით ე.წ. არჩევნებს, დე-ფაქტო არჩევნებს და კვლავაც ასე ვუწოდებთ, რადგან ჩვენთვის ცხადია, რომ საქართველოში არჩევნების იდეა და პრაქტიკა დასუსტებული, დაზიანებულია. არჩევნების პროცესისადმი სამწუხაროდ, ძალიან დაბალი საზოგადოებრივი ნდობაა და ამაზე პასუხისმგებლობა რასაკვირველია, „ქართული ოცნების“ რეჟიმს ეკისრება. ამავდროულად, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ ბრძოლის და მივესალმებით იმას, რომ ეუთო/ოდირის შესაბამისი დამკვირვებლები როგორც ჩანს, საქართველოში იქნებიან წარმოდგენილი. ეს არის მნიშვნელოვანი რამ, ამაზე ვმუშაობდით ჩვენც, თუმცა, ეს არის ისეთი საკითხი, რომელსაც სჭირდება დე-ფაქტო ხელისუფლებისგან წერილი, ამიტომაც ჩვენი მუშაობა არ იყო და ვერ იქნებოდა საკმარისი ამ კუთხით, თუმცა, ეუთო/ოდირმა და ყველა სხვა მისიამ იცის, რომ ჩვენ გვსურდა, ისინი აქ ყოფილიყვნენ. მივესალმებით მათ ჩამოსვლას და რა თქმა უნდა, ვიქნებით სრულ კოორდინაციაში ყველა იმ მისიასთან, რომელიც აქ იქნება“, - განაცხადა გეგელიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისიის მოწვევის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც ეუთო/ოდირს შესაბამისი წერილი უკვე გაეგზავნა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს