ირაკლი ფავლენიშვილი - მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ავტორიტეტული ორგანიზაცია იქნება მოწვეული - ოპოზიციური ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობა ე.წ საარჩევნო უბნებზე მისვლას კი არა, ქუჩაში გამოსვლას აპირებს

ივანიშვილის ბანდამ იცის, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი ე.წ საარჩევნო უბნებზე კი არა, ქუჩაში გამოვა და ამიტომაც იწვევს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევას.

მისი თქმით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ავტორიტეტული ორგანიზაცია იქნება მოწვეული, „რადგან აბსოლუტური უმრავლესობა ოპოზიციური ამომრჩევლის ე.წ საარჩევნო უბნებზე მისვლას კი არ აპირებს“.

„ამ მოწვევის მიზანი არის ძალიან მარტივი, ივანიშვილის ბანდაში ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საერთოდ არავინ არ აპირებს, აბსოლუტური უმრავლესობა, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები ე.წ საარჩევნო უბანზე მისვლას და ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებას. სრულიად გაბანკროტებულები არიან ის ძალები, რომლებიც ე.წ ოპოზიციის წარმომადგენლები იქნებიან ამ სპეცოპერაციაში. ამ დროს, არანაირი თავ-პირის მტვრევა, არანაირი დარღვევები და ძალადობა, რომელიც ივანიშვილს სჭირდებოდა იმ არჩევნებში, სადაც რეალურად მეტ-ნაკლებად იყო მაინც შემორჩენილი სანდოობა ოპოზიციური ამომრჩევლის მხრიდან, აღარ მოუწევს და ამიტომაც იწვევს ჩვენს ევროპელ პარტნიორებს.

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ავტორიტეტული ორგანიზაცია იქნება მოწვეული, რადგან აბსოლუტური უმრავლესობა ოპოზიციური ამომრჩევლის ე.წ საარჩევნო უბნებზე მისვლას კი არ აპირებს, არამედ ქუჩაში გამოსვლას [აპირებს] და ივანიშვილმა ესეც კარგად იცის“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისიის მოწვევის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც ეუთო/ოდირს შესაბამისი წერილი უკვე გაეგზავნა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს