ვოლოდიმირ ზელენსკი - უკვე 26 ქვეყანა მზად არის ქმედებებით უზრუნველყონ უკრაინის უსაფრთხოება

უკვე 26 ქვეყანა მზად არის ქმედებებით უზრუნველყონ უკრაინის უსაფრთხოება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე წერს.

„მთელი თავისუფალი ევროპა, ამერიკა, კანადა, იაპონია, ავსტრალია, ახალი ზელანდია, მსოფლიოში სხვა პარტნიორები ჩვენთან არიან. ჩვენი შედეგი: უკვე 26 ქვეყანა მზად არიან ქმედებებით უზრუნველყონ უკრაინის უსაფრთხოება. მადლობელი ვარ ყველა ლიდერის ჩვენი ერთობლივი სამუშაოსთვის“, - წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მშვიდობის გარანტირებამდე საჭიროა მისკენ მოსკოვის ბიძგი.

„ყველაფერი შესაძლებელი უნდა გავაკეთოთ, რათა მოსკოვმა შეწყვიტოს ყველა სამშვიდობო ინიციატივის უარყოფა და გაიაზროს ომის გაჭიანურების შედეგები. ძლიერი სანქციები და ტარიფები - გაერთიანებული ევროპული და ამერიკული ძალისხმევა - ამის გასაღებია. რუსეთის სამხედრო მანქანის დაფინანსების არავითარი შესაძლებლობა არ უნდა რჩებოდეს. შემდგომ - მეტი ტრანსატლანტიკური მუშაობა, რათა ზეწოლა ნამდვილად საგრძნობი იყოს,” - წერს ზელენსკი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს