კახა კალაძე - აუცილებლად გაგრძელდება ჩვენი ულამაზესი ქალაქის განვითარება, გაგრძელდება ზრუნვა თითოეულ თბილისელზე, მზად ვართ ვიყოთ თქვენ სამსახურში 24 საათის განმავლობაში!

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე განაგრძობს წინასაარჩევნო კამპანიას, რომლის ფარგლებში დღეს ვაზისუბნის დასახლებას სტუმრობდა.

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე კახა კალაძემ სამომავლო გეგმებზე, დაგეგმილ პროექტებზე, დედაქალაქში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

თბილისის მერის თქმით, გარდა მსხვილი პროექტებისა, ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს „ამხანაგობის თანადაფინანსების პროგრამა“, რაც მისი საარჩევნო დაპირება იყო და წლებია წარმატებით ხორციელდება. კახა კალაძის განმარტებით, აღნიშნული პროგრამა მომდევნო 4 წლის განმავლობაში 250 მილიონი ლარით დაფინანსდება.

„პირველ რიგში, მადლობას გიხდით თქვენ, თბილისელებს, წლების მანძილზე გამოცხადებული დიდი ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის. დღეს აქ ვიმყოფები ჩემს გუნდად ერთად, თქვენს მომავალ მაჟორიტართან ერთად და მზად ვართ, მოვისმინოთ თქვენი მოსაზრებები, მივიღოთ ყველა ინფორმაცია იმ საჭიროებებზე, რაც ამ დასახლებას გააჩნია. იცით, რამდენი რამ გაკეთდა, არა მხოლოდ ისნის რაიონში, მთელ თბილისში იმისთვის, რომ თქვენი, მოსახლეობის ცხოვრების პირობები გაუმჯობესებულიყო, საცხოვრებელი გარემო გამხდარიყო უფრო კომფორტული და რაც შეიძლება მეტი სიკეთე მიგეღოთ მუნიციპალიტეტისგან სხვადასხვა სერვისის სახით. გაძლევთ პირობას, აუცილებლად გაგრძელდება ჩვენი ულამაზესი ქალაქის განვითარება, გაგრძელდება ზრუნვა თითოეულ თბილისელზე, მზად ვართ ვიყოთ თქვენ სამსახურში 24 საათის განმავლობაში,“- განაცხადა კახა კალაძემ.

ვაზისუბნის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას საკრებულოში ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატები დაესწრნენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს