კახა კალაძე - არცერთი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული საქართველოს და მისი ხალხის ინტერესების საზიანოდ - ეს ქვეყანა არის ჩვენი, საქართველოს თითოეული მოქალაქის და არავის მივცემთ უფლებას, გვმართოს ან დაგვიმონოს

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე სამგორის რაიონის მოსახლეობას შეხვდა.

კახა კალაძემ დეტალურად ისაუბრა დედაქალაქში მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე, მოსახლეობას გააცნო სამოქმედო გეგმა.

მანვე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც გრძნობს პასუხისმგებლობას და ანგარიშვალდებულებას ამომრჩევლის წინაშე.

„მეგობრებო, თქვენ კარგად იცით, რომ არასდროს გაგვიწყვეტია კავშირი მოსახლეობასთან, რადგან ვგრძნობთ უდიდეს პასუხისმგებლობას ამომრჩევლის წინაშე, ვინც გვანდო ქვეყნის და ქალაქის ბედი. სწორედ ამიტომ, წინასაარჩევნო კამპანია დავიწყეთ ადრიანად, რათა ყველასთან მივსულიყავით, მიგვეტანა ჩვენი სათქმელი, გაგვეზიარებინა სამომავლო გეგმები, მოგვესმინა თქვენთვის. ყველა ხედავს, როგორი მუდმივი რყევების და ხელოვნურად შექმნილი დაძაბულობის ქვეშ გვიწვეს ცხოვრება. ის რაზეც „ქართული ოცნება“ ბოლო წლებია ხმამაღლა და დაუფარავად საუბრობდა, დღეს მსოფლიოსთვის გახდა ცხადი. გჯეროდეთ, არცერთი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული საქართველოს და მისი ხალხის ინტერესების საზიანოდ. ეს ქვეყანა არის ჩვენი, საქართველოს თითოეული მოქალაქის და არავის მივცემთ უფლებას გვმართოს და დაგვიმონოს. ამისთვის არ უბრძოლიათ ჩვენ გმირ წინაპრებს, მათ სისხლით მოიპოვეს დამოუკიდებლობა. ჩვენი ვალია დავიცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი იდენტობა, რწმენა და კულტურა. ამის საფუძველს გვაძლევს თქვენი მხარდაჭერა, ჩვენი ერთოანობა,“- განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრაზე.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, სამგორის რაიონის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას საკრებულოში სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატები ესწრებოდნენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს