კახა კალაძე - მიდიხარ პარტიის შტაბთან და ილანძღები, იგინები, რისთვის აკეთებენ ამას? -  ჯექსონზე და „ტრილერზე“ შემთხვევით არ მისაუბრია, დააკვირდით ამ ადამიანებს, არაფერი აღარ დარჩათ და ცდილობენ ასე მიიქციონ ყურადღება

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არანაირი შედეგი მსგავს მცდელობებს არ მოაქვს, ლანძღვა და საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა კი დემოკრატიასთან შესაბამისობაში არ მოდის.

„არ მივესალმები ამ ტიპის პერფორმანსებს, რომ ერთმანეთს ხელი შევუშალოთ, შეურაცხყოფა მივაყენოთ საარჩევნო კამპანიის დროს, არ ჯდება დემოკრატიაში. რა საჭიროა შეურაცხყოფის მიყენება? მიდიხარ პარტიის შტაბთან და ილანძღები, იგინები, რისთვის აკეთებენ ამას? ასე თვითონ დაზიანდებიან. ყველანაირი შინაარსისგან დაცლილი ადამიანები არიან. მაიკლ ჯექსონზე და „ტრილერზე“ შემთხვევით არ მისაუბრია, დააკვირდით ამ ადამიანებს. არაფერი აღარ დარჩათ და ცდილობენ ასე მიიქციონ ყურადღება”, - განაცხადა კახა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს