კახა კალაძე - ოპოზიციას სალაპარაკო საერთოდ არაფერი გააჩნია, არის  გაკოტრებული და გაუბედურებული, რა მდგომარეობაშიც არის, თავად თქვენ ხედავთ

ოპოზიციას სალაპარაკო საერთოდ არაფერი გააჩნია, არის გაკოტრებული და გაუბედურებული, რა მდგომარეობაშიც არის, თავად თქვენ ხედავთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევასთან დაკავშირებით გამოხმაურებებზე.

კალაძის თქმით, ზოგადად თვითმმართველობის არჩევნებზე არ ხდება ეუთო/ოდირის მოწვევა, ოპოზიციისგან კი, სპეკულაციები ისმის.

„ის, რასაც ჩვენ ვისმენთ, ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები იყო, იმიტომ რომ ოპოზიციას სალაპარაკო საერთოდ არაფერი გააჩნია, არის გაკოტრებული და გაუბედურებული, რა მდგომარეობაშიც არის, თავად თქვენ ხედავთ. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, პრემიერმა ისაუბრა, ვრცლად გააკეთა განმარტება, აღნიშნულთან დაკავშირებით თუ რატომ იქნა გადაწყვეტილა მიღებული.

სხვათა შორის, მინდა გავიხსენო ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და ეუთო/ოდირის მიერ წარმოდგენილი დასკვნა ფეხქვეშ გათელეს, გადაუარეს აღნიშნულ დასკვნას არამხოლოდ ქვეყნის შიგნით არსებულმა „აკაცუკებმა“ და უსამშობლო აგენტურამ, არამედ ქვეყნის გარეთ. გახსოვთ, როგორი პროპაგანდა მიდიოდა და ეს იყო გამოწვეული იმით, რომ არჩევნებში ღირსეულად, დამაჯერებლად გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, შემოტევა და შეტევა მიდიოდა ქართულ სახელმწიფოზე და ქართველი ხალხის ნებაზე. ეუთო/ოდირმა დაწერა ყველაფრის ის, რაც ნახა არჩევნებზე, რომელიც ჩატარდა აბსოლუტურად სუფთად, ყველა პოლიტიკურ პარტიას შესაძლებლობა ჰქონდა თავისუფალ გარემოში ეწარმოებინა საარჩევნო კამპანია და ამომრჩეველს შესაძლებლობა ჰქონდა გადაწყვეტილება თავად მიეღო. გახსოვთ, თუ როგორი კამპანია მიმდინარეობდა ამ ყველაფრის წინააღმდეგ, შეურაცხმყოფელი განცხადებები, რომელიც არაერთი მოვისმინეთ“, - განაცხადა კალაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია