კახა კალაძე ოპოზიციაზე - აბა, გაბედონ რამე კანონის წინააღმდეგ - უმკაცრესად დაისჯებიან, კანონის ფარგლებში

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებები, ოპოზიციის დაპირებები ხელისუფლების „მშვიდობიან დამხობასთან“ დაკავშირებით მათივე მხარდამჭერების შესაგულიანებლადაა გამიზნული.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, თუ ვინმე კანონის საწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, უმკაცრესი სამართლებრივი პასუხი გაეცემა.

„ეს განცხადებები კეთდება თავიანთი მხარდამჭერებისთვის, რომ რაღაცნაირად შეაგულიანონ. ათას სისულელეს ამბობენ. ძალიან მარტივად ვიტყვი: აბა, გაბედონ რამე კანონის წინააღმდეგ - გაეცემათ შესაბამისი პასუხი და უმკაცრესად იქნებიან დასჯილნი, ცხადია, კანონის ფარგლებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების ურთიერთობას ერთმანეთთან, მერი ამბობს, რომ ამ პოლემიკაში ჩართვა არ სურს.

„ოპოზიცია თავადაც გაურკვეველია ერთმანეთში. საერთოდ არ მინდა საუბარი მათ დაპირისპირებაზე. მე ვარ საარჩევნო კამპანიის რეჟიმში, ვხვდები მოსახლეობას, ვსაუბრობ ქალაქის მომავალზე, სამომავლო პროექტებზე და იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება ამ ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი