უკრაინის შეიარაღებული ძალები - რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე მასშტაბური დარტყმისთვის 805 დრონი და რაკეტა გამოიყენეს

რუსმა ოკუპანტებმა 7 სექტემბრის ღამეს უკრაინაზე მასშტაბური დარტყმისთვის 805 თავდასხმის დრონი და რაკეტა გამოიყენეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის თავზე დაფიქსირდა 805 უპილოტო საფრენი აპარატი, „ისკანდერ-კ“ ტიპის 9 ფრთოსანი რაკეტა და „ისკანდერ-მ/კნ-23“ ტიპის 4 ბალისტიკური რაკეტა.

უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ საჰაერო თავდაცვის ოპერაციის შედეგად, შესაძლებელი გახდა სამიზნეების უმეტესობის - 747 უპილოტო საფრენი აპარატის, ასევე „ისკანდერ-კ“ ტიპის 4 რაკეტის - ჩამოგდება/განეიტრალება.

შეგახსენებთ, რუსებმა უკრაინას ღამით დრონებით და რაკეტებით შეუტიეს, აფეთქებების ხმები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში ისმოდა, მათ შორის: დედაქალაქ კიევში, ხარკოვში, ოდესაში, კრემენჩუკში, კრივი-რიჰში, დნიპროში. არიან დაღუპულები და დაშავებულები.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს