ანდრეი სიბიგა - რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ტერორის ესკალაციას ახდენს, ომის დაწყებიდან პირველად, რუსეთმა კიევში უკრაინის მთავრობის შენობა დააზიანა - ლოდინი შედეგს არ მოიტანს - მოქმედება ახლავეა საჭირო

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ტერორის ესკალაციას ახდენს და ამას ჩვენი მოკავშირეებისგან მკაცრი რეაგირება სჭირდება, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა რუსეთის მიერ უკრაინაზე ღამით განხორციელებულ მასშტაბურ შეტევას.

„პირველად, ღამით 800-ზე მეტი დრონი და რაკეტა გამოიყენეს. კიევში, ოდესაში, კრემენჩუკში, კრივოი როგში, ზაპოროჟიეში და სხვა ქალაქებში მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ და დაშავდნენ, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა“, - წერს სიბიგა.

მისი ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან პირველად, რუსეთმა კიევში უკრაინის მთავრობის შენობა დააზიანა.

„მხოლოდ ესეც კი სერიოზული ესკალაციაა. ყველაზე დიდი ცინიზმი ის არის, რომ ეს სასტიკი თავდასხმები სწორედ მაშინ ხდება, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ყველა ღონეს ხმარობს მშვიდობის მისაღწევად. მაგრამ ამ ძალისხმევაზე საპასუხო ქმედებებისა და ლიდერების შეხვედრაზე დათანხმების ნაცვლად, პუტინი დიპლომატიას უარყოფს და ტერორის ესკალაციას ახდენს. მხოლოდ მოსკოვზე ზეწოლას შეუძლია ტერორის ესკალაციის დასრულება. რუსეთის ომის მანქანა ნავთობისა და გაზის შემოსავლებით მოძრაობს. მოვუწოდებთ ჩვენს მოკავშირეებს, ომის დასასრულებლად მისი დაფინანსება შეამცირონ“, - წერს სიბიგა.

მისი განცხადებით, საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ ახალი მკაცრი სანქციები.

„რუსული ტერორის „ანტი-რეკორდები“ ძლიერ რეაგირებას მოითხოვს. რუსეთის წინააღმდეგ ახალი მკაცრი სანქციები და უკრაინის ახალი გაძლიერება, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის კუთხით. ლოდინი შედეგს არ მოიტანს - მოქმედება ახლავეა საჭირო“, - წერს სიბიგა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს