პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო, საბრძოლო თვითმფრინავები ააფრინა

უკრაინაზე რუსეთის მიერ განხორციელებული მასშტაბური დარტყმის გამო, პოლონეთმა ცაში მოიერიშე თვითმფრინავები ააფრინა და საჰაერო თავდაცვისა და რადიოლოკაციური დაზვერვის სისტემები მაღალი დონის მზადყოფნაში გადაიყვანეს.

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში პოლონური და მოკავშირეების საბრძოლო თვითმფრინავები მოქმედებდნენ.

„პოლონეთის და მოკავშირე საჰაერო ძალების ოპერაციები ჩვენს საჰაერო სივრცეში დასრულდა, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სამიზნეებზე დარტყმების შეწყვეტის გამო“, - განაცხადა სარდლობამ მოგვიანებით.

მათივე ინფორმაციით, პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩართული იყო ნიდერლანდების სამეფოს საჰაერო ძალების F-35 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინას 800-ზე მეტი დრონით და რაკეტით შეუტია. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. არიან დაღუპულები და დაშავებულები.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026