ანტონიო კოშტა - მშვიდობაზე საუბარი დაბომბვების ესკალაციის პარალელურად, ეს  „მშვიდობის“ პუტინისეული ვერსიაა - უნდა გავაძლიეროთ უკრაინის თავდაცვა და ზეწოლა რუსეთზე დამატებითი სანქციებით

მშვიდობაზე საუბარი დაბომბვების ესკალაციის და სამთავრობო შენობებისა და სახლების მიზანში ამოღების პარალელურად - ეს „მშვიდობის“ პუტინისეული ვერსიაა, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ომი რუსეთმა დაიწყო და ის ირჩევს მის გაგრძელებას.

„უნდა გავაგრძელოთ არეული კურსი: გავაძლიეროთ უკრაინის თავდაცვა და გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე დამატებითი სანქციების მეშვეობით, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით. ჩემი ფიქრები დაღუპულებთან, დაშავებულებთან და მათ ოჯახებთანაა. უკრაინელი ხალხის ძალა და გამძლეობა კვლავაც ყველას შთაგვაგონებს“, - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინას 800-ზე მეტი დრონით და რაკეტით შეუტია. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. არიან დაღუპულები და დაშავებულები. თავდასხმის შედეგად, დედაქალაქ კიევში მთავრობის შენობაც დაზიანდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს