ლაშა ბასლანძე „ქვევრში“ მომხდარზე - პარტნიორთან მომივიდა კონფლიქტი, შეურაცხყოფა მივაყენე, გაწევ-გამოწევის დროს მისმა მეგობარმა, თუ დაცვის თანამშრომელმა ჰაერში გაისროლა - მე პრეტენზია არ მაქვს, პოლიცია თუ პასუხს მოსთხოვს ჰაერში სროლაზე, მათი საქმეა

ჩემს პარტნიორთან მომივიდა კონფლიქტი, მისი უღირსი საქციელის გამო - გაწევ-გამოწევის დროს, მისმა მეგობარმა, თუ დაცვის თანამშრომელმა რაღაც გაფორმებული იარაღით, ჰაერში გაისროლა,- ამის შესახებ ლაშა ბასლანძემ გუშინ, რესტორან „ქვევრში“ მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, მას მომხდართან დაკავშირებით პრეტენზია არ აქვს.

„ჩემს პარტნიორთან მომივიდა კონფლიქტი, მისი უღირსი საქციელის გამო. შეურაცხყოფა მივაყენე... დაზიანებამდე საქმე არ მისულა. გაწევ-გამოწევის დროს მისმა მეგობარმა, თუ დაცვის თანამშრომელმა, რაღაც გაფორმებული იარაღით, ჰაერში გაისროლა. რესტორნის თანამშრომლებმა იარაღი წაართვეს და პოლიციას გადასცეს. ეს არის მთელი ამბავი. მე პრეტენზია არ მაქვს - პოლიცია თუ პასუხს მოსთხოვს ჰაერში სროლაზე, ეს მათი საქმეა“, - აცხადებს ლაშა ბასლანძე „რუსთავი 2“-თან სატელეფონო საუბრისას.

ცნობისთვის, გუშინ, რესტორან „ქვევრში“ სროლა იყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

„ქვევრის“ მფლობელის, შალვა ტიბუას ადვოკატის, თამარ აბესაძის ინფორმაციით, ლაშა ბასლანძე, როგორც მეიჯარე არ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, რის გამოც მფლობელმა მას ხელშეკრულება შეუწყვიტა, აღნიშნულმა ფაქტმა კი ლაშა ბასლანძე გაანაწყენა და რესტორანში მეპატრონეს თავს დაესხა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს