სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ აშშ მზადაა ევროპულ ქვეყნებთან პარტნიორობით, რუსეთის ეკონომიკის „კოლაფსის“ მიზნით, დამატებითი სანქციები დაწესდეს

აშშ-ის სახაზინო მდივანმა სკოტ ბესენტმა მიანიშნა, რომ აშშ ღიაა ევროპულ ქვეყნებთან პარტნიორობისთვის, რათა რუსული ნავთობის შემსყიდველი ქვეყნებისთვის დამატებითი სანქციები დაწესდეს რუსეთის ეკონომიკის „კოლაფსის“ მიზნით.

„ჩვენ მზად ვართ გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე, მაგრამ ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები გამოგვყვნენ“, - განუცხადა ბესენტმა NBC News.

მისი თქმით, თუ აშშ და ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ მეტ სანქციას დააწესებენ, რუსეთის ეკონომიკას კოლაფსი ელის.

„და თუ აშშ და [ევროკავშირი] ჩაერთვებიან, მეტ სანქციებს დააწესებენ, მეორად ტარიფებს დაუწესებენ რუსული ნავთობის მყიდველ ქვეყნებს, რუსეთის ეკონომიკა სრულ კოლაფსში აღმოჩნდება და ეს [რუსეთის] პრეზიდენტ [ვლადიმერ] პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიყვანს“, - განაცხადა მან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს