კახა კალაძე ოპოზიციაზე - მხარდამჭერების გასამაგრებლად იგონებენ ახალ-ახალ სისულელეებს, არანაირი რევოლუცია და დაპირისპირება არ იქნება - აბა, გაბედონ და რაიმე კანონსაწინააღმდეგო გააკეთონ!

მხარდამჭერების გასამაგრებლად იგონებენ ახალ-ახალ სისულელეებს, არანაირი რევოლუცია და დაპირისპირება არ იქნება - აბა, გაბედონ და რაიმე კანონსაწინააღმდეგო გააკეთონ! - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა ხელისუფლების „მშვიდობიან დამხობასთან“ დაკავშირებით.

როგორც კალაძემ აღნიშნა, თუ ვინმე რაიმე კანონსაწინააღმდეგოს ჩაიდენს, შესაბამისი რეაგირება იქნება.

„არაფერი არ იქნება. ხაბეიშვილი არ არის სერიოზული ფიგურა და მისი განცხადებები არ არის საინტერესო. თავიანი მხარდამჭერების გასამაგრებლად იგონებენ ახალ-ახალ სისულელეებს, არანაირი რევოლუცია და დაპირისპირება არ იქნება. თუ ვინმე რაიმე კანონსაწინააღმდეგოს ჩაიდენს, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. აბა გაბედონ და რაიმე კანონსაწინააღმდეგო გააკეთონ“,-აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძემ ჟურნალისტების მიერ ოპოზიციურ პარტიებს შორის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით არსებულ დაპირისპირებაზე დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ შეურაცხყოფა და ბულინგი სიახლე არ არის ოპოზიციისთვის.

„ეს მათი ჩვეულებრივი დღის წესრიგია. დღეს უკვე ერთმანეთს უპირისპირდებიან და შეურაცხყოფას აყენებენ. არ მინდა ოპოზიციაზე საუბარი, საარჩევნო კამპანიის რეჟიმში ვარ, ვესაუბრები დედაქალაქის მოსახლეობას გაკეთებულ საქმეებზე, დაგეგმილ და განსახორციელებელ პროექტებზე, გამოწვევებზე, სირთულეებზე. ის, რომ ოპოზიციაში დაპირისპირებაა, ცხადია. არის აზრთა სხვადასხვაობა. ალბათ, თვითონ გაერკვევიან ერთმანეთში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში