ალეკო ელისაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაზე - ვიცით, რომ გულწრფელად სურთ ამ ხელისუფლების დამარცხება, თუმცა ჩვენ სხვანაირად ვუყურებთ პროცესს - როცა გამოვგლიჯავთ თბილისს და წავართმევთ სხვა ქალაქებს, შემდეგ გამოვიდეთ ქუჩაში

ხედავენ, რომ ამ შეურაცხყოფაზე პასუხს არ ვცემთ, პატივს ვცემთ მათ პოზიციას, ვიცით, რომ მათ გულწრფელად სურთ ამ ხელისუფლების დამარცხება, თუმცა ჩვენ სხვანაირად ვუყურებთ ამ პროცესს - 4 რიცხვში ყველანი უნდა გამოვიდეთ საღამოს 20:00 საათის შემდეგ, - ამის შესახებ "ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება შეაფასა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მსგავსი განცხადებებით საერთო საქმე ზიანდება.

"სიყმაწვილის სენი ჰქვია ამას, ბავშვი რომ გაჯიუტდება, ფეხებს რომ აბაკუნებს და ყურადღებას არავინ აქცევს, ტირილს რომ იწყებს და უმატებს და უმატებს. ხომ ხედავენ, რომ ამ შეურაცხყოფაზე პასუხს არ ვცემთ, პატივს ვცემთ მათ პოზიციას, ვიცით, რომ მათ გულწრფელად სურთ ამ ხელისუფლების დამარცხება, თუმცა ჩვენ სხვანაირად ვუყურებთ ამ პროცესს, ისინი სხვანაირად. ჩვენ მათ ხომ არ ვლანძღავთ? კი, 4 რიცხვში ყველანი უნდა გამოვიდეთ გარეთ, საღამოს 20:00 საათის შემდეგ, როდესაც ყველანი ხმას მივცემთ, როდესაც გამოვგლიჯავთ ამათ თბილისს და წავართმევთ საქართველოს სხვა ქალაქებს, შემდეგ გამოვიდეთ ქუჩაში. რა თქმა უნდა, ადვილად არ მოხდება ამ გამარჯვების გაფორმება, ქუჩაშიც უნდა ვიბრძოლოთ. რთულ პროცესში ვართ შესულები.

ასეთი განცხადებებით აზიანებენ საერთო საქმეს და არა ჩვენ და ახეირებენ "ქართულ ოცნებას". ამას კი რატომ აკეთებენ ასე დაჟინებით და ჯიუტად ვერ ვხვდები",- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, პარტია "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" 7 სექტემბერს პოლიტსაბჭოს სხდომა გამართა, რის შემდეგაც პარტიამ 4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გმობს არჩევნებად წოდებულ 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციას და მასში მონაწილეობას საქართველოს ინტერესების ღალატად მიიჩნევს",- ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს