კახა კალაძე ოპოზიციაზე - ეუთო/ოდირის დასკვნა ფეხქვეშ გათელეს, შეურაცხყოფას აყენებდნენ ამ ადამიანებს იმიტომ, რომ მათთვის სასურველი შედეგი არ დადგა - ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირის დასკვნა საერთოდ ფეხქვეშ გათელეს და გადაუარეს, შეურაცხყოფას აყენებდნენ ამ ადამიანებს, მხოლოდ იმიტომ, რომ მათთვის სასურველი შედეგი არ დადგა. დღეს კი, პირიქით, მოგვიწოდებდნენ, ეუთო/ოდირი მოგვეწვია. ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ, ზოგადად, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციის განცხადებებს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, არჩევნების გაყალბების შესახებ ოპოზიციის განცხადებების მიუხედავად, დღემდე ამის არცერთი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.

ამასთან, აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს არ ხდება ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევა, თუმცა რაიმე კითხვები რომ არ იყოს, ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.

„გვახსოვს, თუ რა დამოკიდებულება იყო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, წარმოუდგენელი ზეწოლა, წარმოუდგენელი შეურაცხყოფა იყო, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით ამ აგენტების მხრიდან, ზოგადად, ქვეყნის გარეთაც, საიდანაც იმართებოდა ეს პროცესები. დასკვნას თავი დავანებოთ, იყო საუბარი გაყალბებაზე, ათასი უაზრო რაღაც მოიფიქრეს და დღემდე ერთი ფაქტი, ერთი კონკრეტული მტკიცებულება ვერ წარმოადგინა ვერავინ.

ეუთო/ოდირის დასკვნა საერთოდ ფეხქვეშ გათელეს და გადაუარეს. შეურაცხყოფას აყენებდნენ ამ ადამიანებს იმიტომ, რომ მათთვის სასურველი შედეგი არ დადგა. დღეს პირიქით მოგვიწოდებდნენ, რომ ეუთო/ოდირი მოგვეწვია და ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ, ზოგადად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი