გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სინგაპურის რესპუბლიკაში პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 30-ე კონფერენციის სამუშაო სესიაში მონაწილეობს

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე, გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა და ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ბიძინა ქუმსიშვილი პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 30 -ე წლიურ კონფერენციაში მონაწილეობენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 30 -ე კონფერენცია სინგაპურის პრეზიდენტმა თარმან შანმუგარატნამმა, იუსტიციის მინისტრმა ედვინ ტონგმა, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა ხუან ბაუტისტა მაჰიკესმა და სინგაპურის გენერალურმა პროკურორმა ლუსიენ ვონგმა გახსნეს. კონფერენციის მთავარი თემაა „პროკურორის მრავალმხრივი როლი და სისხლის სამართლის ადმინისტრირება“.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ქვეყნის გენერალურ პროკურორებთან და დელეგაციებთან ორმხრივი შეხვედრები, ასევე სესიები სხვადასხვა თემაზე, მათ შორის: ახალი ტექნოლოგიების გამოყენება დანაშაულის ჩადენასა და დევნაში, იურიდიული განათლება და პროფესიული მომზადება, ფსიქიკური ჯანმრთელობა და სტრესის მართვა პროკურორთა საქმიანობაში, საერთაშორისო თანამშრომლობა, აქტივების მოძიება და კონფისკაცია.

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის კონფერენცია წარმოადგენს ყველაზე წარმომადგენლობით საერთაშორისო პლატფორმას საპროკურორო უწყებებისთვის, რომლის მიზანია გლობალური თანამშრომლობის გაღრმავება, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება და პროფესიული სტანდარტების განვითარება.

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 30-ე წლიური კონფერენცია სინგაპურის რესპუბლიკაში 7 სექტემბერს გაიხსნა და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება