კახა კალაძე ნარკოდანაშაულის სტატისტიკის შემცირებაზე - ჩვენი შესაბამისი სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე არიან

ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის სერიოზული გამოწვევა არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და დანაშაულის სტატისტიკის შემცირებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

დედაქალაქის მერმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, მინისტრს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია მათი როლი ამ ყველაფერში. ზოგადად, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა მნიშვნელოვანია. ეს არის სერიოზული გამოწვევა არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ამიტომ, გაგრძელდება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მუშაობა შესაბამისი უწყებების მხრიდან ამ მიმართულებით, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს ნარკოტიკების მოხმარება, გასაღება. ეს ძალიან დიდი პრობლემაა და ის ციფრები, რაც დღევანდელი მონაცემებით გვაქვს, რა თქმა უნდა, საინტერესოა. ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რომ მაქსიმალურად შეზღუდული იყოს ნარკოტიკების გასაღება და მოხმარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება დაგეგმილ ღონისძიებებს, თბილისის მერი მიიჩნევს, რომ დანაშაულთან ბრძოლისთვის პრევენციული ღონისძიებების გატარება პრინციპულად მნიშვნელოვანია.

„ჩვენი შესაბამისი სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე არიან. ბოლო თვეების განმავლობაში, შესანიშნავი შედეგები გვაქვს. რა თქმა უნდა, პრევენციული ღონისძიებების გატარება პრინციპულად მნიშვნელოვანია. ამიტომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულმა თანამშრომელმა ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გააგრძელოს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი