კახეთში ახალი სასტუმრო „აგარანის მამული“ გაიხსნა - მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“

„საქართველოს ბანკი“ რეგიონების გაძლიერებას და ტურიზმის მხარდაჭერას კვლავ აქტიურად აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, კახეთში, სოფელ რუისპირში, ახალი სასტუმრო „აგარანის მამული“ გაიხსნა.

პროექტის ჯამური ღირებულება 6 მლნ. დოლარია. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 2 მლნ დოლარს შეადგენს, რაც სასტუმროს მშენებლობასა და სარემონტო სამუშაოებს მოხმარდა.

აღნიშნული პროექტი ერეკლე II-ის საზაფხულო რეზიდენციის მიმდებარედ აშენდა. 56 ნომრიანი სასტუმრო ნომრების გარდა, ბიბლიოთეკას, საცურაო აუზს, ლაუნჯებს, ვერანდას, რესტორანს, საკონფერენციო და ღონისძიებებისთვის სხვადასხვა სივრცეებს აერთიანებს.

„სასტუმრო განთავსებულია ტყის პირას, ზღვის დონიდან 800 მ-ზე. ტყიდან მონაბერი სიო, ზაფხულში განსაკუთრებულ გრილ კლიმატს განაპირობებს. 1,5 ჰა-ზე განთავსებულია სასტუმრო და ვენახი, ხოლო დანარჩენ 6,5 ჰა-ზე, სამომავლოდ ვილები აშენდება, რომელთაც Room Service მომსახურება ექნებათ. გვჯერა, რომ სასტუმრო თავისი უნიკალური ადგილმდებარეობით, კავკასიონის თვალწარმტაცი ხედებითა და მწვანეში ჩაფლული ზონებით ბევრ საერთაშორისო თუ ადგილობრივ სტუმარს უმასპინძლებს“, - განაცხადა „აგარანის მამულის“ დირექტორმა, გიორგი ქოჩლაძემ.

„საქართველოს ბანკი მრავალი წელია, სტუმარ-მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას უჭერს მხარს და ამ მიმართულებით არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. რეგიონებში ტურიზმის განვითარება კი ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მოხარულები ვართ, რომ კახეთის რეგიონს კიდევ ერთი უნიკალური სასტუმრო შეემატა. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ჩვენი პარტნიორი ბიზნესების გაძლიერებას“, - განაცხადა ლალი ყელაურაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს