ტარიელ კაკაბაძე - მოვითხოვ, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს და კითხვას, თუ ვინ შეუკვეთა ლევან ჯანგველაძის მკვლელობა, რაც შეიძლება მცირე დროში გაეცეს პასუხი - საზოგადოებამ ეს უნდა იცოდეს

მოვითხოვ, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს. გამოძიება ეფექტურად, ყოველმხრივ გაგრძელდეს და კითხვას, თუ ვინ შეუკვეთა ლევან ჯანგველაძის მკვლელობა, რაც შეიძლება მცირე დროში გაეცეს პასუხი. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ შეუკვეთა ჯანგველაძის მკვლელობა, - ამის შესახებ მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, კონკრეტული მტკიცებულებები დაგვიანებული საგამოძიებო მოქმედებების გამო განადგურდა.

„მიმაჩნია, რომ საქმეში ნამდვილად არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა და სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ეს მკვლელობა რომ ნამდვილად შეკვეთილია და გელა უძილაურს პირადად არ მიუღია გადაწყვეტილება, რომ ლევან ჯანგველაძე მოეკლა, ეს უტყუარად დასტურდება. გელა უძილაურს, ლევან ჯანგველაძეს ერთმანეთთან არასდროს არანაირი კვეთა, შეხება, კონფლიქტი არ ჰქონიათ. უძილაურს ინფორმაციებს აწვდიდნენ, ამ დანაშაულის ჩადენაში ეხმარებოდნენ, მას შეუკვეთეს, რომ ლევან ჯანგველაძე უნდა მოეკლა.

რაც შეეხება იმას, ვინ შეუკვეთა, მე, როგორც დაზარალებულის ადვოკატი, მოვითხოვ, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს, გამოძიება ეფექტურად, ყოველმხრივ გაგრძელდეს და ამ კითხვას რაც შეიძლება, მცირე დროში გაეცეს პასუხი, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუნ ვინ შეუკვეთა ლევან ჯანგველაძის მკვლელობა.

რამდენიმე თვის განმავლობაში გამოძიება იყო მიმართული არა იმისკენ, რომ ჭეშმარიტება დაედგინათ, არამედ იმისკენ, რომ დამკვეთებისთვის ხელი დაეფარებინათ და შეერაცხათ, თითქოს გელა უძილაურმა თავად მიიღო ლევან ჯანგველაძის მკვლელობის გადაწყვეტილება. გასაკვირი არ არის, რომ ძალიან ბევრი მტკიცებულება დაიკარგა და უამრავი მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვება გახდა შეუძლებელი, თუმცა მიმაჩნია, რომ ჯერ კიდევ არსებობს რესურსი, საქმე ეფექტურად იყოს გამოძიებული და ყველა დარჩენილ შეკითხვას გაეცეს პასუხი. მას შემდეგ, რაც რამდენიმე პირი მიეცა პასუხისგებაში, ძალიან ბევრმა ადამიანმა ჩათვალა, რომ საქმე უკვე გამოძიებულია და ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია. თუმცა, მე ასე არ ვფიქრობ, ძირითადი შეკითხვა, ჯერ კიდევ არსებობს, რომელზეც პასუხი არაა გაცემული. რაც შეეხება საგამოძიებო მოქმედებებს, გიდასტურებთ, რომ მიმდინარეობს და იგეგმება სხვა საგამოძიებო მოქმედებები, რაზეც საზოგადოებას ეტაპობრივად ჩავაყენებთ საქმის კურსში“, - განაცხადა კაკაბაძემ.

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ.

ცნობისთვის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ბრალდებით გელა უძილაურია დაკავებული.

შემთხვევა 2025 წლის 14 მარტს 23:30 საათზე თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს გია ჩადუნელს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გელა უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადნილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო