ნინო დათაშვილის საქმესთან დაკავშირებული სხდომა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაიდო

მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული აქტივისტის, ნინო დათაშვილის საქმესთან დაკავშირებული სხდომა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გადაიდო.

დღევანდელ სხდომაზე ნინო დათაშვილი არ გამოცხადებულა. შესაბამისად, პროცესი 17 სექტემბრისთვის გადაიდო.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის განცხადებით, პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი იყო ცნობა, რომლის მიხედვითაც, დათაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომას ვერ დაესწრებოდა.

ადვოკატმა დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. როგორც ირკვევა, მას კვლავ ხერხემლის პრობლემა აწუხებს და გადაადგილება უჭირს, უფლებადამცველის პოზიციით კი, სხდომა კი მისი მონაწილეობის გარეშე არ უნდა გაგრძელებულიყო.

აღნიშნულს დაეთანხმა ბრალდების მხარეც.

ცნობისთვის, ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს.

აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება