ადვოკატი - ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხის პირობებში გაუარესდა

ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხის პირობებში გაუარესდა - დავაყენეთ შუამდგომლობა პროცესის გადადებასთან დაკავშირებით, რადგან მისი ინტერესია, რომ თავისი საქმის განხილვაში ჩართული იყოს, - ამის შესახებ აქტივისტ ნინო დათაშვილის ადვოკატმა, თამარ გაბოძემ განაცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ბრალდების მხარეს და სასამართლოს, დათაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობისას უნდა გაეთვალისწინებინა, რომ საპატიმროში ყოფნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას გაართულებდა.

„დადასტურდა ის, რასაც ნინო დათაშვილის ადვოკატები ამდენი ხნის განმავლობაში ვამბობდით, რომ ციხის პირობებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდებოდა და როდესაც პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა, მას ევალებოდა, რომ ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაეთვალისწინებინა. დღეს დადასტურდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მოსამართლემ წაიკითხა წერილი, რომელსაც სასჯელაღსრულების მთავარი ექიმი აწერდა ხელს, სადაც ნათქვამია, რომ ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა არის იმდენად მძიმე, რომ მას არ შეუძლია სხდომაში მონაწილეობა მიიღოს. ჩვენ კი, პროცესის გადადებასთან დაკავშირებით დავაყენეთ შუამდგომლობა. მისი ინტერესია, რომ თავისი საქმის განხილვაში ჩართული იყოს.

ასევე, უნდა გვემსჯელა ექსპერტიზის დასკვნის დაშვება - არ დაშვებასთან დაკავშირებით, თუმცა პროცესი გადაიდო. ეს ექსპერტიზის დასკვნა არის უკანონოდ მოპოვებული“, - განაცხადა თამარ გაბოძემ.

ცნობისთვის, ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს.

აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო