დავით მათიკაშვილი - არანაირი „მშვიდობიანი დამხობა“ არ არსებობს - ყველანი ძალიან გაფრთხილდნენ გამონათქვამებშიც, პროცესებშიც - ნებისმიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ექნება ადეკვატური რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან

არანაირი „მშვიდობიანი დამხობა“ არ არსებობს - ყველანი ძალიან გაფრთხილდნენ გამონათქვამებშიც, პროცესებშიც - ნებისმიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ექნება ადეკვატური რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა 4 ოქტომბერს, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში კანონის გვერდის ავლით, კონსტიტუციის დარღვევით რაიმე პროცესების წარმართვას ვერავინ შეძლებს.

„ერთი მხრივ, სახეზეა სრული პოლიტიკური სიბეცე და მცდელობა საზოგადოების მოტყუების, თვალში ნაცრის შეყრის. ყველამ კარგად ვიცით, რომ არანაირი „მშვიდობიანი დამხობა“ არ არსებობს. მეორე, ჩვენს ქვეყანაში ვერავინ შეძლებს და კანონის გვერდის ავლით, კონსტიტუციის დარღვევით, რაიმე პროცესებს ვერ წარმართავს. არიან თავის ილუზორულ წარმოდგენებში და ფანტაზიებში.

ყველანი ძალიან გაფრთხილდნენ გამონათქვამებშიც, პროცესებშიც. ის, რაც იქნება დანაშაულის შემცველი, თითოეული ნაბიჯი, რომელიც იქნება სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ქცევების შესატყვისი, ბუნებრივია, იქნება ადეკვატურად პასუხგაცემული სახელმწიფოს მხრიდან. მართალია, ამ ადამიანებს არანაირი რესურსი და ძალა არ გააჩნიათ, არიან უსუსტესები, თუმცა ქმედებებში და ამ ცხელ ტვინებში, თავებში რას მოიაზრებენ, ჩვენ, ბუნებრივია, არ ვიცით, ამიტომ ყველასთვის იყოს ძალიან დიდი გაფრთხილება - ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედება იქნება ადეკვატურად რეაგირებული სახელმწიფოს მხრიდან,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია