გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გენერალური პროკურორის პირველ მოადგილეს ტონგ იანმინგს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გენერალური პროკურორის პირველ მოადგილეს ტონგ იანმინგს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორმხრივი შეხვედრა სინგაპურის რესპუბლიკაში პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 30 -ე წლიური კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

„შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ბიძინა ქუმსიშვილი და ჩინეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრები - ჰეილონგიანგის პროვინციის მთავარი პროკურორი ლიუ იონგჩი, საერთაშორისო თანამშრომლობის ბიუროს გენერალური დირექტორის მოადგილე ჩაო ჰუა, საერთაშორისო თანამშრომლობის ბიუროს ოფიცერი ჰონგ ჯინპინგი ესწრებოდნენ.

ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს. ასევე,მხარეები სისხლის სამართლის სფეროში ორმხრივი შეთანხმების დადების საკითხზე შეთანხმდნენ.

გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სინგაპურის რესპუბლიკაში პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 30-ე კონფერენციის სამუშაო სესიას ესწრება.

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია (IAP) მსოფლიოს 180 ქვეყნის 183-ზე მეტი უწყებას, ასევე ინდივიდუალურ წევრ პროკურორებს აერთიანებს. საქართველოს პროკურატურა საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზაციული წევრი 2011 წლიდანაა, თუმცა ასოციაციასთან მჭიდროდ 2014 წლიდან თანამშრომლობს. 2018 წლის მაისში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელი არჩეული იქნა IAP მმართველობით ორგანოს – აღმასრულებელ კომიტეტის წევრად და შესაბამისად საქართველოს პროკურატურა ჩართულია ასოციაციის მმართველობით საქმიანობაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება