რუსთაველის გამზირზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებული აქტივისტი ნენე გაბლაია სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო - მას 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებული აქტივისტი ნენე გაბლაია სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო.

მოსამართლე ნინო ენუქიძის გადაწყვეტილებით, გაბლაიას ადმინისტრაციული სახდელის სახით 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

ცნობისთვის, 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, 23 პირი დააკავეს. მათი სასამართლო პროცესები სხვადასხვა დღეს არის დანიშნული.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!