ერთად გარემოს დასაცავად - „საქართველოს ბანკის“ და კომპანია „ტენეს“ ერთობლივი პროექტი

„საქართველოს ბანკისთვის“, გარემოზე ზრუნვა არა ერთჯერადი ინიციატივა, არამედ საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, ფინანსური ინსტიტუტი არაერთ მწვანე ინიციატივას ახორციელებს და უჭერს მხარს.

ამ პროცესში კი მნიშვნელოვანი როლი ენიჭება პარტნიორებს, რომელთა დახმარებითაც ბანკი მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებულ ინიციატივებს ახორციელებს.

სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი კომპანია „ტენეს“ დაუპარტნიორდა. თანამშრომლობის ფარგლებში ნარჩენების სეპარირების და გადამუშავების პროექტი ხორციელდება, რომელიც ფილიალებიდან ქაღალდის, პლასტმასისა და ალუმინის ნარჩენების გატანის ინდივიდუალური სერვისს გულისხმობს.

თანამშრომლობის ფარგლებში, ბანკის 22 ოფისში ქაღალდისა და პლასტმასის ნარჩენებისთვის 350-ზე მეტი სპეციალური ურნა განთავსდა. პარტნიორობის შედეგად, ბოლო 1 წლის განმავლობაში, უკვე გადამუშავდა 100 ტონამდე ქაღალდი და 4 ტონამდე პლასტმასა.

„დღეს საქართველოში საყოფაცხოვრებო ნარჩენების 98% პირდაპირ ნიადაგში ხვდება, რაც არა მხოლოდ ზიანს აყენებს გარემოს, არამედ მილიარდობით ლარის ეკონომიკურ დანაკარგსაც იწვევს. სწორედ ამიტომ, ამ პრობლემის გადაჭერის პროცესში, კერძო სექტორის ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საქართველოს ბანკის ეს ინიციატივა ნათელი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება კომპანიებმა თავიანთი საქმიანობით განახორციელონ რეალური ცვლილება. გვჯერა, რომ მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და მისცემს მოტივაციას როგორც მსხვილ, ისე მცირე კომპანიებს, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ მდგრადი მომავლის შექმნის პროცესში”, - აღნიშნავს სანდრო ლილუაშვილი, “ტენეს” დამფუძნებელი.

“მოხარულები ვართ, რომ თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის - ნარჩენების სეპარირების პრაქტიკა, რომელიც აქამდე მხოლოდ ბექ-ოფისებში ხორციელდებოდა, ამიერიდან უკვე ფილიალებშიც დაინერგება. ეს თანამშრომლობა ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანი ძალისხმევა მდგრადი მომავლისთვის. ტენესთან პარტნიორობა ჩვენი გარემოსდაცვითი ძალისხმევის მნიშვნელოვანი ნაწილია. გვჯერა, რომ მსგავსი ინიციატივები გვაძლევს შესაძლებლობას, გავზარდოთ დადებითი ზემოქმედება და შევქმნათ მდგრადი მომავალი - არა მხოლოდ ორგანიზაციისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერმა, ლიზი შუბითიძემ.

ინფორმაციისთვის,"ტენე" კომპანია "ჯინვენტორის" მიერ შექმნილი პირველი ქართული და ამავდროულად, მსოფლიოში პირველი "მწვანე" USB-კაბელია. ის მეორადი ნარჩენებისგან მზადდება და მიზნად გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა აქვს დასახული.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო