თინა ბოკუჩავა - მიმართონ აშშ-ის მთავრობას, პოლონეთის მთავრობას იმ თანხებისთვის, რაც მესამე პრეზიდენტმა გამოიყენა, რომ ემასპინძლა აშშ-ის საგარეო მდივნისთვის და ჩასულიყო სამგლოვიარო ცერემონიაზე პოლონეთში

რუსეთის გარდა, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ყველა საერთაშორისო მეგობრისთვის გაწეული ხარჯი, დღევანდელმა მოღალატე კრიმინალთა ბანდამ არამიზნობრივად ჩათვალა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რომელიც ე.წ პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ფარგლებში დაწყებულ სამოქალაქო დავას შეეხებოდა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ აშშ-ის მთავრობას უნდა მიმართოს იმ თანხებისთვის, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ის საგარეო მდივნის მასპინძლობისთვის და პოლონეთში სამგლოვიარო ცერემონიაზე წასასვლელად გამოიყენა.

„მიმართონ აშშ-ის მთავრობას, პოლონეთის მთავრობას იმ თანხებისთვის, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გამოიყენა იმისთვის, რომ ემასპინძლა აშშ-ის საგარეო მდივნისთვის და იმისთვის, რომ ჩასულიყო სამგლოვიარო ცერემონიაზე პოლონეთში. ამაზე ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ვესაუბრეთ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც აღშფოთდა, რომ კაჩინსკის სამგლოვიარო ცერემონიაზე გადახდილი თანხები, ე.წ გვირგვინი შეყვანილია ვითომ არამიზნობრივ ხარჯებში. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ხარჯი, რომელიც გაიწეოდა იმისთვის, რომ საქართველოს სახე შეენარჩუნებინა საერთაშორისო ასპარეზზე და საქართველოს ჰყოლოდა საერთაშორისო მეგობრები, რუსეთის გარდა, არამიზნობრივად ჩაითვლება დღევანდელი მოღალატე კრიმინალთა ბანდის მიერ. ბანდის, რომელიც დაეპატრონა ქვეყანას და ცდილობს საქართველოს ჩამოაშოროს ყველა დასავლელ მეგობარს და დარჩეს ოკუპანტი ქვეყნის კომუნისტური ჩინეთის და ირანის ამარა, რომლის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იმყოფებოდნენ და სადაც გაისმოდა შეძახილები „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, საქმეს, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად მსჯავრდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც.

ორივე მსჯავრდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. მიხეილ სააკაშვილს აღნიშნულ საქმეზე 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, რის შემდეგაც, სასამართლოში მათ წინააღმდეგ ე.წ. "პიჯაკების საქმესთან" დაკავშირებით გაფლანგული ფულის 9 მილიონ ლარამდე დაბრუნების მიზნით სახელმწიფომ სამოქალაქო დავა დაიწყო.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია