თინა ბოკუჩავა - „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციის დროებითი შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს არა საქართველოს მოქალაქეების, არამედ მხოლოდ რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციის დროებითი შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს არა საქართველოს მოქალაქეების, არამედ მხოლოდ რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ კამპანია „ქალი ქალია და კაცი კაცია“ და „ვიზალიბერალიზაციის გამო ევროპაში ვინმეს გაათხოვებდნენ“, ჩაუვარდა.

„მას შემდეგ, რაც ჩაუვარდათ კამპანია „ქალი ქალია და კაცი კაცია“ და მაშინ, როდესაც უამრავი არაკაცი გამოვლინდა „რუსული ოცნების“ რიგებში, საქართველოს მოქალაქეები მიხვდნენ, რომ ეს იყო იაფფასიანი პროპაგანდა და ივანიშვილის „ტრიუკი“ რომ ვიზალიბერალიზაციის გამო, ევროპაში ვინმეს გაათხოვებდნენ. ასევე ეტყობა მიხვდნენ, რომ ვიზალიბერალიზაციაზე პროპაგანდა და ამაზე საერთოდ საუბარი არ არის მათთვის მომგებიანი. ამიტომ ახლა ცდილობენ, რომ ამ თემაზე არ ისაუბრონ. ჩვენ ვალდებულები ვართ საქართველოს მოქალაქეებს განვუმარტოთ, რომ სამწუხაროდ, საფრთხის ქვეშ დგას ივანიშვილის რუსული რეჟიმის ნაბიჯების გამო ვიზალიბერალიზაცია. მინდა გითხრათ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები დავარწმუნოთ, რომ ვიზალიბერალიზაციის დროებითი შეჩერების მექანიზმი ამოქმედეს, არა საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ, არამედ არჩევითად და მიზნობრივად მხოლოდ რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება