წინანდალი ქართული სცენოგრაფიის რეფორმატორის, ირაკლი გამრეკელის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

წინანდლის ისტორიულ მამულში, სადაც კომპანია „სილქნეტის“ წარდგენით საფესტივალო დღეები მიმდინარეობს, ირაკლი გამრეკელის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია, რომელიც მოიცავს რუსთაველის ეროვნული თეატრის კოლექციიდან შერჩეულ მხატვრის ოცამდე ნამუშევარს, მხატვრის 130 წლის იუბილეს ეძღვნება. მისი მრავალფეროვანი შემოქმედება მოიცავს თეატრისა და კინოსათვის შექმნილ მნიშვნელოვან ნამუშევრებს: გრიგოლ რობაქიძის “ლონდა” (1922) და “მალშტრემი” (1923-24), ერნსტ ტოლერის “კაცი მასსა” (1923), შექსპირის “ჰამლეტი” (1925), შალვა დადიანის “თეთნულდი” (1931), შილერის “ყაჩაღები” (1933), “ოტელო” (1937), ფილმები “არსენა” (1937) და “გიორგი სააკაძე” (1942-43) და სხვა.

ბელა ჭუმბურიძე - რუსთაველის თეატრის მუზეუმის ხელმძღვანელი:

ამ სახით, ამ ექსპოზიციით პირველად გამოიფინა ირაკლი გამრეკელის ნამუშევრები წინანდალში. ეს ფასდაუდებელი მასალაა, სადაც კარგად ჩანს სხვადასხვა ეპოქის კვალი. მხატვრის 20-30-იანი წლების ნამუშევრები, განსხვავდება 40-იანი წლებში შესრულებული სოცრეალიზმის მიმდინარეობისგან. ეპოქას უდიდესი გავლენა აქვს კულტურასა და ხელოვნებაზე”.

გამრეკელი ქართული სასცენო ხელოვნების რეფორმატორად არის აღიარებული. ის აქტიურად თანამშრომლობდა რუსთაველის თეატრში კოტე მარჯანიშვილსა და სანდრო ახმეტელთან, შექმნა არაერთი ფუტურისტული და კონსტრუქტივისტული დადგმის მხატვრული გადაწყვეტა, იყო ჟურნალების H2SO4 და მემარცხენეობა დიზაინერი, ილუსტრაციებს ამზადებდა იონა ვაკელის, გრიგოლ რობაქიძის და სიმონ ჩიქოვანის წიგნებისთვის. მხატვარ ვალერიან სიდამონ-ერისთავთან ერთად შექმნა დეკორაციები კოტე მიქაბერიძის ექსპრესიონისტული ფილმისთვის ჩემი ბებია (1928), რომელიც მრავალი წლის განმავლობაში აკრძალული იყო.

მაია კოკოჩაშვილი - წინანდლის მუზეუმის დირექტორი:

წინანდალში შემოდგომის სეზონი ირაკლი გამრეკელის გამოფენით გაიხსნა. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დიდი შემოქმედის ექსპოზიცია მუზეუმის საგამოფენო სივრცეში პირველად გამოიფინა. მუზეუმის სტუმარს საშუალება ექნება უფრო ახლოს გაეცნოს მის 20-მდე ნამუშევარს და მაკეტებს”.

წინანდლის მუზეუმი რეგულარულად მასპინძლობს გამოფენების სერიას კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით. გასულ სეზონზე აქ აბსტრაქციონისტი ფერმწერის, ჯიბსონ ხუნდაძის და გრაფიკოსის, ფერმწერის, თეატრის მხატვრის კირილ ზდანევიჩის გამოფენები გაიმართა. წელს საგაზაფხულო სეზონი ლია ბაგრატიონის ინსტალაციებით გაიხსნა. შემოდგომის სეზონზე კი საგამოფენო სერია ირაკლი გამრეკელის შემოქმედებით გაგრძელდა. ექსპოზიცია წინანდლის მუზეუმში ერთი თვის განმავლობაში დარჩება. ღონისძიებების პარტნიორია „სილქ ჰოსფითალითი“.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს