ლევან ხაბეიშვილი - ბოლო რამდენიმე დღე დამატებითი ისტერიკაა 4 ოქტომბრის მშვიდობიან რევოლუციაზე - მუქარები ივანიშვილი-კობახიძე-მდინარაძის ისტერიკასა და პანიკას ადასტურებს!

ბოლო რამდენიმე დღე დამატებითი ისტერიკაა 4 ოქტომბრის მშვიდობიან რევოლუციაზე - მუქარები ივანიშვილი-კობახიძე-მდინარაძის ისტერიკასა და პანიკას ადასტურებს! ჩამოშლილია ივანიშვილის რეჟიმი - აბსოლუტური რღვევაა და შიშის პირით დაიწყეს „მუქარები“, - ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ხაბეიშვილი აღნიშნავს, რომ „4 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა იყოს”.

„საგანგებო განცხადება: ბოლო რამდენიმე დღეა დამატებითი ისტერიკაა 4 ოქტომბრის მშვიდობიან რევოლუციაზე - მუქარები ადასტურებს ივანიშვილი - კობახიძე-მდინარაძის ისტერიკასა და პანიკას! ჩამოშლილია ივანიშვილის რეჟიმი! აბსოლუტური რღვევაა და შიშის პირით დაიწყეს „მუქარები"!

ვფიქრობ, მხოლოდ ჩვენს, საქართველოს, ქართველი ხალხის გამარჯვებაზე!

ვარაუდებს და წუხილებს, რომ დამაკავებენ, მესვრიან და მსგავსი, ადასტურებს მხოლოდ ერთს - ივანიშვილის მარცხი გარდაუვალია! ნებისმიერი ასეთი მოქმედებით ბოლომდე დაადასტურებენ და ფაქტობრივ კაპიტულაციას გამოაცხადებენ!

უნდა გვესმოდეს, რომ გამარჯვებასთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ და ნებისმიერ შემთხვევაში - 4 ოქტომბერს, ქუდზე კაცი უნდა ვიყოთ! უპირობოდ ვიმარჯვებთ! ვმობილიზდეთ, მოვემზადოთ გამარჯვების აღსანიშნავად!

საქართველოს გაუმარჯოს! ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო, ჩვენი ხალხი!” - წერს ლევან ხაბეიშვილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს