ირაკლი ფავლენიშვილი - იძახდნენ, ჩანს როგორ იღებს თორნიკე რიჟვაძე იარაღს, როგორ გადაადგილდება და დღეს თვითონ აღიარეს, რომ ასეთი ვიდეომტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი ხელისუფლებას თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას აკისრებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ 60 დღის განმავლობაში ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება.

ფავლენიშვილის თქმით, ხელისუფლების მიერ ხაზგასმული მთავარი არგუმენტი, ვიდეოჩანაწერი, სადაც მისი თქმით, თითქოს რიჟვაძე იარაღს იღებს და გადაადგილდება, საერთოდ არ არსებობს.

ფავლენიშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი მაღალი საჯარო ინტერესის საქმეებზე მტკიცებულებები სწრაფად უნდა ხდებოდეს საჯარო და ხელისუფლების მხრიდან ამ პროცესის გაჭიანურება მიუთითებს „რეჟიმის პრობლემურობაზე“.

„60 დღეზე მეტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს კონკრეტული მოთხოვნები და პრეტენზიები თორნიკე რიჟვაძის გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით, თუმცა დღეს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მოხდა იმის დამტკიცება, რომ ჩვენი მოთხოვნები და პრეტენზიები აბსოლუტურად ლოგიკურია, რადგან მთავარი არგუმენტი, რაც ჰქონდათ „ქოცებს”, ეს ვერსია დღეს ფაქტობრივად გაცამტვერდა. ისინი ამბობდნენ, რომ ამ აბსოლუტური მონაჩმახისთვის უნდა დაგვეჯერებინა და პირველ რიგში შეურაცხყოფას აყენებენ თავიანთ ამომრჩეველს. ამის დამამტკიცებელი იყო ვიდეო მტკიცებულება, რომლის გამოქვეყნება არ მოხდა 60 დღის მანძილზე. გამოჩნდა, რომ ვიდეო მტკიცებულება საერთოდ არ არსებობს. ეს ხალხი იძახდა, ჩანს როგორ იღებს რიჟვაძე იარაღს, როგორ გადაადგილდება და დღეს თვითონ აღიარეს, რომ ასეთი ვიდეო მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს, თითქოს არ ჩანს და მკაფიო ვერ არის.

ასეთი მაღალი საჯარო ინტერესის საქმეებზე ძალიან მალე ხდება ხოლმე როგორც ვიდეო მტკიცებულების გამომზეურება, ისევე როგორც ექსპერტიზის დასკვნის დადება. ამასაც რამდენი ხანია ვითხოვთ და ესეც ვერ მოხერხდა, არადა 5-6 დღეში, იმავე კვირაში ხდებოდა ამის გაკეთება. და მესამე, ახვლედიანი, რომელიც ამ საქმის მთავარი ფიგურანტი გახლავთ, რომლის იარაღითაც მოხდა გასროლა, რომლის სახლშიც მოხდა გასროლა, სადაც ვიდეომტკიცებულებებიც თითქოს არსებობს, არა თუ დაკავებული არ არის, საერთოდ სასამართლო სხდომებზეც კი არ ცხადდება, ანუ ფაქტობრივად კანონი აღარ კანონობს. ღიად, პირდაპირ ვხედავთ ჩვენ ამ ყველაფერს და მეოთხე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, შს მინისტრი გელაძე, რომელიც არსებობს ვარაუდები, რომ იმყოფებოდა ადგილზე, ეს ადამიანი მიუხედავად არალეგიტიმური ხელისუფლებისა, არ უნდა იკავებდეს თანამდებობას. ამიტომაც, ჩვენ კვლავინდებურად გვრჩება ეს მოთხოვნები, ადამიანები ერთმანეთს მოსაკლავად იმეტებენ და ამ ყველაფერს არ იძიებენ. სადაც ივანიშვილის ახლო გარემოცვის ერთ-ერთი წევრის საქმეს არ იძიებენ, წარმოიდგინეთ როგორი დაუცველია საქართველოს თითოეული მოქალაქე, ამიტომაც აუცილებელია ამ რეჟიმის დემონტაჟი და 4 ოქტომბერს ყველას მოგიწოდებთ, რომ ერთად დავასრულოთ ეს რეჟიმი და გამოვიძიოთ ეს მნიშვნელოვანი და მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმე“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის