მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან  ხმაური და დაპირისპირება იყო

მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ხმაური და დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ კახა კალაძის შტაბიდან გამოსული „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„როცა მოვედით, არ იყო პოლიცია. მხოლოდ აქტივისტები და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ვიყავით. ე.წ. ტიტუშკა შემხვდა, ჩემკენ გამოიქცა და თავში ჩამარტყა“,- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

დაპირისპირების დროს აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა.

ამ დროისთვის, თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან სამართალდამცველებს ცოცხალი კორდონი აქვთ გაკეთებული.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „მონებო!“ „რუსებო“!

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის, გოგა მემანიშვილის განცხადებით, დაპირისპირების ფაქტზე ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის. მისი თქმით, შემთხვევის ადგილას პოლიცია ერთი წუთის განმავლობაში მივიდა და ვითარება მალევე დარეგულირდა.

„შემთხვევიდან 1 წუთში ადგილზე იყო პოლიცია. მოსვლიდან მალევე დარეგულირდა ვითარება. ორივე მხარეს არიან ნაცემები. მათ შეუძლიათ მიმართონ საგამოძიებო უწყებას. ამ კონკრეტულ ლოკაციაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი რეაქცია მივიღეთ. ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე, არავინ არის დაკავებული“, - განაცხადა გოგა მემანიშვილმა.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ფრთასა და აქციის მონაწილეებს შორის ვითარება პერიოდულად იძაბება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს